



ინდივიდუალური შეკვეთები
SHANTY-ს სახელოსნოში თითოეული ნივთი განსაკუთრებულია, თუმცა ყველაზე ღირებული ის აქსესუარია, რომელიც ზუსტად შენს ხასიათს ირეკლავს. ჩვენ ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც, სადაც გაქვს ორი არჩევანი:
- შენი დიზაინით: მოიტანე სასურველი ესკიზი ან იდეა და ჩვენ მას რეალობად გიქცევთ.
- ენდე ოსტატს: თუ გსურს ორიგინალური ნივთი, მაგრამ დიზაინზე ჯერ არ ჩამოყალიბებულხარ, ჩვენ მოგიფიქრებთ და შეგირჩევთ უნიკალურ სტილს, რომელიც მხოლოდ შენთვის შეიქმნება.
გახადე შენი აქსესუარი პერსონალური — დაგვიკავშირდი და ერთად დავიწყოთ მუშაობა შენს ახალ ნივთზე.

ჩვენს შესახებ
SHANTY-ს თითოეული აქსესუარი იქმნება 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებითა და მასალის ღრმა ცოდნით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავია, რომელიც დროსთან ერთად სიმტკიცესა და ხასიათს ინარჩუნებს.
დამუშავების პროცესი 100%-ით ხელნაკეთია: ყოველი ნაკერი სრულდება ხელით, რაც უზრუნველყოფს ნაკეთობის გამძლეობას, რომლის მიღწევაც ქარხნული წესით შეუძლებელია. ბრენდის ხელწერაა პიროგრაფია — გაცხელებული რკინით ტყავზე ხელით ხატვის ტექნიკა, რაც ყოველ ნივთს ინდივიდუალურ და განუმეორებელ იერს სძენს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ნივთები, სადაც ნატურალური მასალის ავთენტურობა და ხელოსნის პერსონალური ნამუშევარი ერთიანდება.
Let’s Work Together
Shanty
ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები
© ShantyLeather

