ინდივიდუალური შეკვეთები

თუ ეძებთ განსაკუთრებულ ნივთს, რაც ზუსტად თქვენს ხასიათს მოერგება, მე დაგეხმარები მის შექმნაში. ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობისას შეგიძლიათ თავად მოიტანოთ სასურველი ესკიზი ან მანდოთ მე დიზაინი — ერთად შევარჩიოთ ტყავის ფაქტურა, ფერი და პიროგრაფიული ნახატი.
ავთენტური კოლექცია

დაათვალიერეთ მზა ნამუშევრები — ქამრები, საფულეები და ჩანთები, რომლებიც უკვე შექმნილია და ელოდება თავის მფლობელს. თითოეული ნივთი უნიკალურია.
პიროგრაფია (ნახატი)

პიროგრაფიის საშუალებით, ტყავის ზედაპირზე გადამაქვს ნებისმიერი სირთულის ნახატი, რომელიც დროს უძლებს და არასოდეს გაიცრიცება. ეს არის საშუალება, აქციოთ ჩვეულებრივი აქსესუარი ხელოვნების ნიმუშად.