Shanty Leather-ისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის წესებს:

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს შეძენილი ნივთი მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის (მუხლი 21) თანახმად, დაბრუნებას არ ექვემდებარება:

  • ნივთები, რომლებიც დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით (მაგალითად: სპეციალური ზომის ქამარი, კონკრეტული ფერის კომბინაცია).
  • ნივთები, რომლებზეც შესრულებულია Freehand გრავირება ან დატანილია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმბოლოები/ნახატები.

ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • ნივთს აღენიშნება ქარხნული წუნი (დეფექტი).
  • ნივთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას (კურიერის მიერ ჩაბარების მომენტში).
  • გამოგეგზავნათ შეცდომით სხვა მოდელი ან ზომა.

დაბრუნებისას ნივთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ნივთი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში (გამოუყენებელი, დაუზიანებელი).
  • შენარჩუნებული უნდა იყოს ყველა ორიგინალი შეფუთვა და აქსესუარი.
  • ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაბრუნება ხდება ქარხნული წუნის გამო.

ნივთის უკან მიღებიდან და მისი მდგომარეობის შემოწმებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ჩვენ განვახორციელებთ თანხის დაბრუნებას. თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ანგარიშზე/ბარათზე, რომლითაც მოხდა გადახდა.

დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიამაღაზიაში დაბრუნება