ხშირად დასმული კითხვები
რა მასალას იყენებთ ნაკეთობებისთვის?
ნამუშევრების შესაქმნელად ვიყენებ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის 100% ნატურალურ ტყავს. მასალა შერჩეულია სპეციალურად მისი გამძლეობისა და ფაქტურის მიხედვით, რათა ნაკეთობამ წლების განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.
შეკვეთიდან რამდენ ხანში მზადდება პროდუქტი?
სტანდარტულად, შეკვეთა მზადდება 2-3 სამუშაო დღეში. თუმცა, განსაკუთრებით დატვირთულ პერიოდებში, შესაძლოა დასჭირდეს 1-დან 2 კვირამდე. ვინაიდან თითოეული დეტალი ხელით სრულდება, ეს დრო აუცილებელია ხარისხის გარანტირებისთვის.
სად მდებარეობს თქვენი სახელოსნო?
ამ ეტაპზე ვმუშაობთ მიტანის სერვისით. თუ არ არის განსაკუთრებული აუცილებლობა (მაგალითად, ინდივიდუალური ზომის აღება), პროცესი დისტანციურად იმართება. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პირადად.
როგორია მიწოდების პირობები
- თბილისი: მიწოდების ღირებულებაა 5 ლარი.
- რეგიონები: მიწოდება საქართველოს მასშტაბით – 15 ლარი.
- საერთაშორისო გზავნილები: ვაგზავნით უცხოეთშიც, რა შემთხვევაშიც ტრანსპორტირების (shipping) საფასურს ფარავს შემკვეთი.
როგორ მოვუაროთ ტყავის ნაკეთობას?
ნატურალური ტყავი “ცოცხალი” მასალაა, ამიტომ:
- მოარიდეთ ხანგრძლივ კონტაქტს წყალთან და პირდაპირ მზის სხივებთან.
- საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდეთ ოდნავ ნამიანი, რბილი ქსოვილით.
- პერიოდულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტყავის სპეციალური დამატენიანებელი ბალზამი, რაც მას ელასტიურობას შეუნარჩუნებს.
- გახსოვდეთ, რომ პიროგრაფიული ნახატი წარუვლელია და მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ SHANTY-ს ყველა აქსესუარი გადის სრულად ხელნაკეთ ციკლს. ჩემს სახელოსნოში არ გამოიყენება ქარხნული დანადგარები: ტყავის გამოჭრა, ხვრელების დახვრეტვა, დამუშავება, ძაფით გაკერვა და პიროგრაფიული ნახატის დატანა ხორციელდება მხოლოდ ოსტატის ხელით. ეს პროცესი თითოეულ ნივთს ანიჭებს სულს და განსაკუთრებულ სიმტკიცეს.